გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ლიეტუვისა და საქართველოს მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ზურაბიშვილთან შეხვედრისას კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე გამახვილდა ყურადღება.

მისივე თქმით, ლიეტუვისა და საქართველოს მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება

„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვლთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერითა და ევროკავშირის შუამავლობით მიღებული შეთანხმების ამოქმედების გზით, რათა საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს. ლიეტუვისა და საქართველოს მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს სგარეო საქმეთა მინისტრს.