იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.
მხარეებმა იუსტიციის სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
იუსტიციის მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერაში.