ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

Reuters-ის ინფორმაციით, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებას მოხდა.

როგორც გამოცემა ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ორივე მხრიდან შეიარაღებული ძალების შენაერთებს შორის სროლას ჰქონდა ადგილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხრიდან ათეულობით ადამიანია დაშავებული.

„ტაჯიკურმა მხარემ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე მიზანმიმართულად გამოიწვია კონფლიქტი და ვითარების გამწვავებას აგრძელებს. ორივე მხრიდან შეიარაღებული ძალების შენაერთებს შორის სროლას ჰქონდა ადგილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

28 აპრილს ტაჯიკური მხარე ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.