აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ მან, ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც კვირას ეთერში გასვლამდე დააანონსეს.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ბოლო დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსული ძალების უკან დახევა შეინიშნება.