რუსეთში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, 12 მაისიდან, საელჩო მომსახურებების რაოდენობასა და საკონსულო განყოფილების პერსონალს 75%-ით შეამცირებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, კერძოდ, მოსკოვში აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას შეწყვეტს. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური ვიზებისთვის გაკეთდება.
საელჩო განაგრძობს ამერიკის მოქალაქეებისთვის მხოლოდ საგანგებო მომსახურებების გაწევას და შეზღუდული რაოდენობით საიმიგრაციო ვიზების გაცემას.
აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.
26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს.