france24-ის ინფორმაციით, NATO-მ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო.
როგორც გამოცემა წერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ პროცესის თითოეულ ნაბიჯზე კოალიციური ჯარების უსაფრთხოება იქნება მთავარი პრიორიტეტი.
„ NATO-ს მოკავშირეებმა აპრილის შუა რიცხვებში გადაწყვიტეს, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ძალების გაყვანას პირველი მაისისთვის დაიწყებდნენ და ეს დაიწყო. ეს იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და წინასწარ განზრახული პროცესი.
ძალების გაყვანის პროცესში „თალიბანის“ ნებისმიერ თავდასხმას ძლიერი პასუხი მოჰყვება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჯარების გაყვანა დასრულდება რამდნიმე თვეში“, – განაცხადა NATO-ს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ძალებს 11 სექტემბრისთვის, 2001 წლის ტერორისტული თავდასხმებიდან 20 წლისთავისთვის გაიყვანს.