რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, "ევროკავშირი განაგრძობს არალეგალური ცალმხრივი შემზღუდველი ზომების გატარებას რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. ჩვენი ყველა წინადადება რუსეთსა და ევროკავშირს შორის პირდაპირი პროფესიული დიალოგის რეჟიმში წარმოქმნილი პრობლემური საკითხის გადასაჭრელად მუდმივად იგნორირებულია ან უარყოფილია. ევროკავშირის ქმედებები ეჭვს არ იწვევს, რომ მისი ნამდვილი მიზანია რუსეთის განვითარების შეჩერება ნებისმიერ ფასად".
ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა.
1. ივარს აბოლინსი (ლატვიის მედიის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე);
2. მარის ბალტინსი (ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის დირექტორი);
3. ჟაკ მერი (ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან);
4. იორგ რაუპახი (ბერლინის პროკურატურის თავმჯდომარე);
5. ასა სკოტი (შვედეთის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული ინსტიტუტის ხელმძღვანელი);
6. ილმარ ტომუსკი (ესტონეთის ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე);
7. ვერა იუროვა (ევროპულi კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში).