პარასკევს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ განაცხადა, რომ "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში” ჩართული ორგანიზაციების ჩამონათვალს დაემატა კრემლის დაპატიმრებული კრიტიკოსი ალექსეი ნავალნის რეგიონალური კამპანიის ოფისების ქსელი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პარალელურად, მოსკოვის სასამართლო განიხილავს, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი (FBK) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს თუ არა.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ანტიკორუფციული ფონდი რუსეთის ხელისუფლების კორუფციულ სქემებს იკვლევს და აქვეყნებს.