"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დასალაპარაკებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ის ეცდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს აუხსნას, რომ ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება და მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს.
"გირაოს გადასახდელად, მელიამ ევროკავშირის ფონდი უნდა გამოიყენოს. ეს იქნება "ქართული ოცნებისთვის" სილის გაწნა, ევროკავშირის ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და იქ გააგრძელოს ბრძოლა,"-აღნიშნა ხაზარაძემ.