"ნიკა მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც", - ამის შესახებ სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სადაც ის ნიკა მელიასთან სასაუბროდ იმყოფებოდა.
"ლელოს" ლიდერის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იზიარებს იმას, ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის.
"ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. ამ იდეას პრინციპულად ეთანხმება. სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს გირაოს, რომ შემდეგ “ოცნებამ” დაამადლოს, რომ დაეთანხმა გირაოს. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რისთვისაც ის ამდენი ხანია ციხეშია”,- განაცხადა ხაზარაძემ.
ნიკა მელიას მონახულებამდე მამუკა ხაზარაძემ განცხადა, რომ "გირაოს გადასახდელად, მელიამ ევროკავშირის ფონდი უნდა გამოიყენოს.
"ეს იქნება "ქართული ოცნებისთვის" სილის გაწნა, ევროკავშირის ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და იქ გააგრძელოს ბრძოლა,"-აღნიშნა ხაზარაძემ.