ჯონ რეიმონდი: კოსმოსი საბრძოლო მოქმედებების სფეროა

The Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის კოსმოსური ძალების მეთაურმა, გენერალმა ჯონ რეიმონდმა კოსმოსი საბრძოლო მოქმედებების ზონად გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთსა და ჩინეთს აქვთ ისეთი იარაღი, რომელსაც ამერიკული თანამგზავრების განადგურება შეუძლია.

„ნათელია, რომ კოსმოსი საბრძოლო მოქმედებების სფეროა, ისევე როგორც ჰაერი, ხმელეთი და ზღვა. ბოლო წლებში ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა. ჩინეთმა, რომელიც ჩვენთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს, და რუსეთმა შექმნეს იარაღი, რომელსაც ჩვენი თანამგზავრების მუშაობის შეფერხება ან მათი განადგურება შეუძლია“, - განაცხადა რეიმონდმა.