„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში შეხვედრებს გამართავენ

Reuters-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 3-5 მაისს, ლონდონში შეიკრიბებიან.

როგორც ცნობილია, დიპლომატები კლიმატის ცვლილებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე და კორონავირუსის პერიოდში, ეკონომიკის აღდგენაზე, თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.

ამასთან, მხარეები აზიის ქვეყნებთან ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებსაც განიხილავენ.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ვაქცინებზე სამართლიანი წვდომის უზრუნველსაყოფად მთელ მსოფლიოში, შევთანხმდებით მსოფლიოში გოგონების საგანმანათლებლო მიზნებზე, ამბიციურ ზომებზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ახალი ზომების შემუშავებაზე მსოფლიოში მოსახლეობის შიმშილის თავიდან ასაცილებლად”, - აცხადებენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.