ჯო ბაიდენი: ალ-ქაიდა ავღანეთში დასუსტებულია, მაგრამ აშშ ფხიზლად იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, 11 სექტემბრის თავდასხმების დამგეგმავის სიკვდილის და თითქმის 20 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად, ავღანეთში ალ-ქაიდის ყოფნა "დასუსტებულია".

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შტატებმა ,,ყველაზე გრძელი ომი" დაასრულა და ჯარი გამოყავს ავღანეთიდან, აშშ განაგრძობს საფრთხეების აღსაკვეთად ავღანეთში მონიტორინგს და დააკვირდება პროცესებს.

,,თითქმის 20 ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ხალხს თავს დაესხნენ 11 სექტემბერს და ჩვენ ავღანეთში ომში ჩავედით, ალ ყაიდას და მის ლიდერებს გავეკიდეთ. ჩვენ გავყევით ბინ ლადენს ჯოჯოხეთის კარიბჭემდე და ის მივიღეთ. ჩვენ შევასრულეთ მათ წინაშე დადებული პირობა, ვინც 11 სექტემბერს საყვარელი ადამიანები დაკარგა: რომ დაკარგულებს არასოდეს დავივიწყებდით, და რომ ამერიკა არასოდეს შედრკება, ჩვენს სამშობლოზე კიდევ ერთი თავდასხმის აღკვეთის და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

ახლა, ამ მცდელობების შედეგად, როდესაც დასრულდება ამერიკის ყველაზე გრძელი ომი და ავღანეთიდან უკანასკნელი ჩვენი ჯარი გამოგვყავს, ალ-ქაიდა იქ ძალზე დასუსტებული, მაგრამ შეერთებული შტატები ფხიზლად დარჩება.

ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთიდან წარმოქმნილი ნებისმიერი საფრთხის მონიტორინგს. ვიმუშავებთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ინტერესების საფრთხეების საწინააღმდეგოდ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად", - აღნიშნულია განცხადებაში.