აშშ-ის სამხედრო დაზვერვამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიში მოამზადა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტში აქცენტი გაკეთებულია რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე ნერვულ-აგენტ „ნოვიჩოკზე“.

საქართველს კონტექსტში თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს, რეგიონში დომინირებას და ის ფაქტი, რომ საქართველო, უკრაინა ცდილობს NATO-სთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ართულებს რუსეთის სურვილს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ძალებს ინარჩუნებს.

,, რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ორივე ოკუპირებულ რეგიონში და აყენებს რუს მესაზღვრეებს პატრულირებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებისა და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, უარყოფენ მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობით გათვალისწინებულ ვალდებულებებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის მიხედვით, კრემლი ფლობს ისეთი არადეკლარირებული ქიმიური იარაღის მარაგებს, როგორიც მაგალითად „ნოვიჩოკია“. აქვე, შეერთებული შტატების მთავარ მოწინააღმდეგეებად დასახელებულია რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ანგარიშის მიხედვით, ცდილობენ, შექმნან ისეთი საშუალებები, რომლითაც ოფიციალური ვაშინგტონის სამხედრო უპირატესობას გამოწვევას გაუგზავნიან. საუბარია მარიონეტული ძალებისა და დაქირავებული მებრძოლების გამოყენებაზე, კიბერშეტევებზე, საინფორმაციო მანიპულაციაზე, კონკურენტების ეკონომიკური ძალის შესუსტებაზე და ა.შ.

ყურადღება მახვილდება იმაზეც, რომ კრემლი ცდილობს გავლენა მოახდინოს მის მეზობლებისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე, მათ შორის კორონავირუსი გამოიყენოს საინფორმაციო ომის საწარმოებლად და ადგილობრივი მთავრობების შესასუსტებლად.

ანგარიშის მიხედვით, რუსული სამხედრო ძალები სახელდება ძირითად საფრთხედ არამხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ იმ ტიპის ინსტრუმენტად, რომელსაც სახმელეთო მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლისთვის იყენებს.