ჯო ბაიდენი: ჩვენ წელს ვერ მოვახერხებთ 62 500 ლტოლვილის მიღებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაიზრდება.

Reuters-ის ინფორმაციით, ბაიდენი აუქმებს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმამდე, 15 000-მდე დაიყვანა, რაც, ბაიდენის განცხადებით, არ ასახავს ამერიკის როგორც ერის ღირებულებას.

„სამწუხარო სიმართლე ის არის, რომ ჩვენ წელს ვერ მოვახერხებთ 62 500 ლტოლვილის მიღებას. სწრაფად ვმუშაობთ, რათა ბოლო ოთხ წელში მიყენებული ზარალი გამოვასწოროთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.