The Telegraph-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) ბრიტანეთის ყოფილმა მზვერავმა, ქრისტოფერ სტილმა გადასცა დოკუმენტი, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და კრემლის სავარაუდო გარიგების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი დოსიე, რომელსაც სტილი საგამოძიებო ორგანოს გადასცემს. წარსულში მან FBI-ს წარუდგინა მასალა, რომელიც მოიცავს 2016 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდს, რომელიც 2017 წელს გამოცემა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა.
გამოცემასთან საუბარში წყარო აღნიშნავს, რომ მეორე დოკუმენტი, რომელიც სტილა FBI-ს გადასცა, შეიცავს ახალ განცხადებებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ და ტრამპის მაკომპრომეტირებელ ვიდეოჩანაწერებს.
გარდა ამისა, დოსიეში შესაძლოა, იყოს ინფორმაცია ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის კონტაქტებზე მოსკოვთან.
ცნობისთვის, ქრისტოფერ სტილი ის ბრიტანეთის ყოფილი მზვერავია, რომლის პირველ დოსიეს გამოქვეყნებას საფუძვლად დაედო სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე.