The Hill: ბაიდენის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახალმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც გასულ წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, აზერბაიჯანს სამხედრო დახმარების შეზღუდვა დაუწესეს, პრეზიდეტმა ბაიდენმა უკვე შეატყობინა კონგრესს, რომ ახანგრძლივებს გამონაკლისის მოქმედების ვადას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება გაუწიოს.

The Hill ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონგრესისთვის მიწერილ წერილში პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი საგამონაკლისო შემთხვევების დაშვება იქნება შესაძლებელი, ვიდრე სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ ასეთი დახმარება რეგიონში კონფლიქტს უწყობს ხელს.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ინფორმაციის ერთგვარად გასამყარებლად გამოცემამ მოიპოვა მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ძირს არ გამოუთხრის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ძალისხმევას.