ენტონი ბლინკენი: აშშ-ის ადმინისტრაცია მტკიცედ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანელ კოლეგას, ჰაიკო მაასს განუცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის მშენებლობას მტკიცედ ეწინააღმდეგება. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ვრცელებს.

„დღეს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაიკო მაასს G7-ის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა. მან ხაზი გაუსვა აშშ-გერმანიის ურთიერთობის მნიშვნელობას და ჩვენს სურვილს, ვითანამშრომლოთ საერთო პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვეს ნატოს 2030 წლის დღის წესრიგის კოორდინაციის, ავღანეთიდან ჯარების გაყვანისა და რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მტკიცედ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა აუცილებელია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის ფონზე“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.