აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ევროპაში ივნისში დაგეგმილი ვიზიტისას შეხვდება. ამის შესახებ ბაიდენმა პრესკონფერეციაზე მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ეს არის ჩემი იმედი და მოლოდინი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი 11-13 ივნისს ინგლისში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გეგმავს დასწრებას. ამის შემდეგ ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება და 14 ივნისს ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.