დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.