ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.

"ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. მინდა გავიმეორო მამათქვენის სიტყვები, რომელმაც თავის დროზე თბილისში თქვა - ასე განსაზღვრა ბედმა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხები მეზობლები არიან. ეს არის ჩვენი ბედი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბრისას.

საქართველს პრემიერ-მინისტრი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.