ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პრეზიდენტი მომავალ კვირას პარლამენტს დაითხოვს.
"ჩვენ ვგეგმავთ პარლამენტის დათხოვას, მაგრამ თუ ხმის მიცემის შემდეგაც ვერ შევძლებთ მთავრობის ფორმირებას, ბულგარეთი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ინსტიტუციურ კრიზისშიც შევა", – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის პარტიამ - "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" - გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რის გამოც, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდა საჭირო, რაც ვერ მოახერხდა.