ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა. დოკუმენტი მის უფლებამოსილებებს აფართოებს და ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას ცვლის. საპარლამენტო რესპუბლიკა საპრეზიდენტო გახდება. ჟაპაროვი აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ქვეყანას ძლიერი ლიდერი სჭირდება. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 6-დან 10 წლამდე გაიზარდა.
ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი 11 აპრილს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ძირითად კანონში ცვლილებებს მოსახლეობის 80%-მა დაუჭირა მხარი. მაგრამ ამომრჩეველთა აქტიურობა მხოლოდ 36%-ს შეადგენდა.
ახალი კონსტიტუციით, სახელმწიფოს მართვის მთავარი პასუხისმგებლობა დაეკისრება პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მთავრობის შემადგენლობას, ასევე საოლქო ადმინისტრაციებში დანიშნავს უფლებამოსილ წარმომადგენლებს განსაზღვრავს.
ყირგიზეთის ოპოზიცია და დამოუკიდებელი იურისტები საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, რადგან შიშობენ, რომ რეფორმამ ქვეყანა შეიძლება, ავტორიტარიზმამდე მიიყვანოს.