აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შტატები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ სამი სომეხი სამხედრო ტყვეს გათავისუფლებას მიესალმება და აქვე მხარეებს მოუწოდებს დაკავებულ პირთა გაცვლის პროცესი საბოლოოდ დაასრულონ.
„ორივე მხარეს მოვუწოდებთ სწრაფ რეჟიმში დაასრულონ ტყვეთა, პატიმართა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლის პროცესი. ასევე, შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის შესახებ“, – ნათქვამია ბლინკენის მიერ Tweeter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.