6-7 მაისს, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ეწვევიან

6-7 მაისს, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ეწვევიან. ამის შესახებ ნიდერლანდების საელჩომ უკრაინაში განაცხადა.

"მინისტრთა ბლოკი ეწვევა უკრაინას 6 და 7 მაისს. ეს არის ბენილუქსის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი", - განაცხადეს საელჩოში.

საელჩოს განცხადებით, ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას სამი ქვეყნის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის რეფორმები იქნება.

ხუთშაბათს დაგეგმილია ვიზიტი აღმოსავლეთ უკრაინაში და შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

პარასკევს დიპლომატები შეხვდებიან მთავრობის წევრებს, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრს.