„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები: რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება

ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება. ეს მოიცავს რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურებას უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მავნე საქმიანობა მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრას, მავნე კიბერაქტივობასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქმედებების შედეგად დაზარალდა. სინანულით აღვნიშნავთ რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებას და ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის პატივისცემის მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეშფოთებულნი არიან რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემატური დარბევის გამო.