დმიტრო კულება: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის ამბავია. აშშ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ამას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის ამბავია, აშშ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ამას. ამის შესახებ უკლებამ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კულებას განცხადებით, მას სურს, რომ უკრაინა განიხილებოდეს შეერთებული შტატების მიერ, როგორც "დემოკრატიის აღმოსავლეთი საზღვარი" ცენტრალურ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში და იყოს ინტეგრირებული დასავლეთში, მათ შორის NATO-ში.

"NATO-ში გაწევრიანების გზა უკვე მაგიდაზე დევს. NATO-ში გაწევრიანების საკითხი ერთ დღეში არ გადაწყდება. კონფლიქტის მოსაგვარებლად ბევრი დრო გვაქვს, მაგრამ NATO-ში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკა უნდა გვქონდეს და სწორედ ამაში დაგვეხმარება აშშ", - აღნიშნა დმიტრო კულებამ.