ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

„თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ვასაძემ აღნიშნა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას - „ერთობა, რაობა, იმედი“, აბრევიატურით - ერი.

ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი,შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, - აცხადებს ლევან ვასაძე.