ერევანში რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ერევანში რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და არა აივაზიანის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანაშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საუბარი შეეხო ასევე აზერბაიჯანის მიერ ყველა სამხედრო პატიმრისა და ძალადობრივი გზით დაპატიმრებულების გათვისუფლების აუცილებლობას“.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, ყარაბაღში აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიაზე მდებარე სომხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, - განაცხადა არა აივაზიანმა.

ამასთან, ერევანში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბიოსუსაფრთხოების შესახებ მთავრობათაშორის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სომეხ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მემორანდუმის მიზანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ სენსიტიურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება და ხელს შეუწყობს ბიოუსაფრთხოების საერთო სივრცის განმტკიცებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგს ლავროვი 10-11 მაისს აზერბაიჯანს ეწვევა.