სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,ლელო - საქართველოსათვის“, "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.