CNBC-ის ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ ბოლო კლინიკური კვლევების წინასწარი მონაცემებით, მათმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ აჩვენა 12-იდან 17 წლამდე მოზარდებში 96%-იანი ეფექტიანობა.
როგორც ცნობილია, კვლევაში მონაწილეობა 3 000-მდე მოზარდმა მიიღო და შედეგები დამაკმაყოფილებელია.
კომპანია აღნიშნავს, რომ აცრილ მოზარდებს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოუვლინდათ.
CNBC წერს, რომ აშშ-ს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით Moderna-მ ქვეყანას 300 მილიონი დოზა ვაქცინა კიდევ უნდა მიაწოდოს, რაც დაახლოებით 150 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის საკმარისია.