ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატები განიხილავს უკრაინის თხოვნას "დამატებითი" სამხედრო დახმარების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს კრემლის აგრესიის შეჩერებას რუსული ძალების მასობრივი შეტევის შედეგად მათ საერთო საზღვართან. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების" უკრაინის ბიურო ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კიევმა მოითხოვა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები და სნაიპერული საწინააღმდეგო ტექნოლოგია, უკრაინაში პატრიოტის რაკეტების შესაძლო განთავსებასთან ერთად.

„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ თხოვნას. ახლა ვფიქრობთ, რომელი დამატებითი დახმარება იქნება სასარგებლო უკრაინისთვის, გარდა იმ დახმარებისა, რასაც უკრაინას უკვე ვუწევთ. ეს საკითხი აქტიურად განიხილება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

გამოცემის ინფორმაციით, 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მხარი დაუჭირა სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთ პროვინციებში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თითქმის 5 მილიარდი დოლარის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების სახით გამოუყო.

აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც კიევში ჩავიდა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.