გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: არსებობს პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მიგელ ბერგერი საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

„კარგი აზრთა გაცვლა გვქონდა ირაკლი კობახიძესთან და „ქართული ოცნების“ დელეგაციასთან საქართველოში საშინაო კონფლიქტის დაძლევასა და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შესახებ. არსებობს ძალიან პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად და გადაუდებელ რეფორმებზე (საარჩევნო კანონი, მართლმსაჯულების სისტემა) მუშაობისთვის“,- წერს მიგელ ბერგერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.