Deutche Welle-ს ინფორმაციით, ესტონეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა
როგორც ცნობილია, ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა Ил-96-მა 5 მაისს დილით დაარღვია ქვეყნის საჰაერო საზღვარი ფინეთის ყურეში, კუნძულ ვაინდლოოს მახლობლად.
თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ტრანსპონდერი ჩართული იყო, თვითმფრინავს არ ჰქონდა ფრენის გეგმა და საჰაერო სივრცის დარღვევის დროს არ იყო დამყარებული ორმხრივი რადიოკავშირი ესტონურ მხარესთან.
მომხდართან დაკავშირებით 6 მაისს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და მას საპროტესტო ნოტა გადასცა. უწყების ცნობით, ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა 2021 წელს.