ჩეხეთის პრემიერი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს დაგმოს რუსეთის მონაწილეობა ჩეხეთში, იარაღის საწყობის აფეთქებაში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშიმ ევროპულ საბჭოს თხოვნით მიმართა, 2014 წელს, ჩეხეთის მიწაზე, იარაღის საწყობში მომხდარ სისხლიან აფეთქებაში, რუსეთის მონაწილეობა დაგმოს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისა ბაბიშიმ აღნიშნა, ევროპულ საბჭოს უკვე მოუწოდა, დაგმოს და მიუღებლად გამოაცხადოს რუსეთის მსგავსი ნაბიჯები და იგივე მოთხოვნის დაყენებას გეგმავს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზეც.

"მოვუწოდებ ევროპულ საბჭოს მკაფიოდ განაცხადოს, "რომ ამგვარ ნაბიჯებთან შერიგება შეუძლებელია, და რომ ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, ყველაზე თავდასხმად უნდა მივიჩნიოთ",- განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

როგორც რამდენიმე კვირის წინ, ბაბიშიმ განაცხადა, ჩეხეთის დაზვერვის და უშიშროების სამსახურების გამომძიებლებმა "ცალსახა მტკიცებულებები" წარმოადგინეს საიმისოდ, რომ "გონივრული ეჭვი არსებობდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრების როლზე 2014 წელს, ვრბეტიცეს ტყვია-წამლის დეპოში მომხდარ აფეთქებაში".

მოგვიანებით იარაღის საწყობის აფეთქებაში რუსეთი ბულგარეთის პროკრატურამაც დაადანაშაულა და გაანცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ბულგარეთში იარაღის საწყობი მსგავსი სცენარით ააფეთქეს, როგორც ეს ჩეხეთში მოხდა.

მომხდარის გამო, ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც ჯაშუშებად მიიჩნევდა - რასაც პრაღასა და მოსკოვს შორის საპასუხო ნაბიჯების სერია მოჰყვა.