შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია გაერთიანებული სამეფოს დატოვების მომხრეა

შოტლანდიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა უმრავლესობა „შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ“ მოიპოვა, რომელიც შოტლანდიის ბრიტანეთისგან გამოყოფის მომხრეა.

BBC-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, შოტლანდიის 129-ადგილიან პარლამენტში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიას უკვე 64 მანდატი აქვს. ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა პირობა დადო, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასრულების შემდეგ, კვლავ აპირებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას.

"გაერთიანებული სამეფოს დატოვების შესახებ ახალი რეფერენდუმის მომზადებას გავაგრძელებთ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საპასუხოდ, რომლის თქმითაც, შოტლანდიის გამოყოფასთან დაკავშირებულ კენჭისყრას დაბლოკავს. ლონდონში ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ კენჭისყრის დაბლოკვა აბსურდული იქნება.ერთადერთი ხალხი, ვისაც შოტლანდიის მომავლის გადაწყვეტა შეუძლია, შოტლანდიელი ხალხია და ვესტმინსტერის არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია და არც უნდა დადგეს ამ გზაზე“, – განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.