"ტაჯიკეთში რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზა მოქმედებს და მის გაძლიერებაზე ვმუშაობთ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ემომალი რაჰმონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პუტინის თქმით ტაჯიკ კოლეგასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილა, ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ტაჯიკეთს ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ავღანეთთან. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან შეშფოთებული ხართ ამ სიტუაციით. რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმური წუხილია. ჩვენ ვმუშაობთ რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებაზე, ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე.ამ მიმართულებით გვაქვს ერთობლივი მუშაობა, რამდენიმე წელზე გათვლილი პროგრამა. ყველაფერს გავაკეთებთ მისი დროულად შესრულებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე კვირის წინ ტაჯიკეთს და ყირგიზეთს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მაცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების მიზეზად ტაჯიკი ჩინოვნიკების მიერ გოლოვნოის წყლის გამანაწილებელ ცენტრში სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟება სახელდება, რომელიც როგორც ყირგიზეთი ამბობს, მდებარეობს იმ ადგილას, სადაც სუვერენიტეტი ჯერ განსაზღვრული არ არის.