„ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი იერჟი პომანიოვსკი აცხადებს, რომ ამაყი და ბედნიერია, რადგან ფონდი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას.
„ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) თანხა გამოყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას გირაოსთვის.
„ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში. იმედი მაქვს, ეს გზას გაუხსნის უფრო ფართო რეფორმებს“, – წერს იერჟი პომანიოვსკი Tweeter-ზე.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.