The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსების შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის ხელმძღვანელობა, რომელიც ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას შეუდგა, ჯარების ნაწილის მეზობელ ქვეყნებში განთავსების შესაძლებლობას სწავლობს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ავღანეთის მთავრობას მხარდაჭერა გაუწიოს და რადიკალური მოძრაობა „თალიბანისა“ და სხვა ექსტრემისტების საქმიანობა გააკონტროლოს.
The Wall Street Journal-ის წყაროები აღნიშნავენ, გეოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაზე შესაფერის ვარიანტად უზბეკეთი და ტაჯიკეთი განიხილება, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის ხელმძღვანელობას ტაჯიკეთისა და უზბეკეთისთვის ჯერ არ მიუმართავს.