ელჩი რიჩარდ ნორლანდი ლიბიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელიც იქნება

რიჩარდ ნორლანდი ლიბიაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გარდა, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ელჩი ნორლანდი, როგორც აშშ-ის სპეციალური უხელმძღვანელებს აშშ-ის დიპლომატიურ მცდელობებს, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის პოლიტიკურ გადაჭრას გაეროს მეშვეობით.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, ელჩი ნორლანდი ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებს ვაშინგტონის უწყებათაშორის კოლეგიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებთან, რომლებიც ლიბიელი ხალხის აქტიური მხარდაჭერის მიზნით, აშშ-ის როლის გაღრმავებას ითვალისწინებს.

რიჩარდ ნორლანდი (2009-2012) წლებში აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში.