აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც NATO-ს წევრები არიან, აღმოსავლეთ ფლანგზე უფრო მეტი მოკავშირე სჭირდებათ, განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ორშაბათს ვირტუალური სამიტის შემდეგ, რომელსაც შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეუერთდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
„ჩვენ, როგორც აღმოსავლეთის ფლანგზე მოკავშირეები, უნდა გავაგრძელოთ კონსოლიდაცია შეკავებისა და თავდაცვის კუთხით. ახლახან ყველა მოწმე გავხდით რუსეთის მიერ შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზაციის ახლო სამეზობლოში, შავ ზღვაში, უკრაინასა და მის გარშემო", - განაცხადა იოჰანისმა.
„ამიტომაც მოვითხოვდი, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენთან დისკუსიების დროს, მოკავშირეთა სამხედრო ყოფნის გაზრდას რუმინეთში და... აღმოსავლეთ ფლანგზე, სამხრეთით“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.