სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება. პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.
"სომხეთის ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს 2021 წლის 20 ივნისს.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ", - ნათქვამია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა მეორე მცდელობით ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, რაც კონსტიტუციით, ავტომატურად პარლამენტის დათხოვნას ითვალისწინებს.