დავით ზალკალიანი: საქართველოს მთავრობა მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს ისრაელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მთავრობის სახელით ისრაელში მიმდინარე მოვლენებს და სარაკეტო თავდასხმას Twitter-ში ეხმაურება.

"საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს მთავრობა მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს," - წერს ზალკალიანი.