ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, ქვეყანას ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია სჭირდება.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, მოგიწოდებთ, რომ მოაწეროთ ხელი შეთანხმების დოკუმენტს და შეხვიდეთ პარლამენტში. საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა ეფექტური იყოს მთავრობის კონტროლი. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში და იმედი მაქვს იმავეს ვნახავ საქართველოში", - წერს კუბილიუსი Tweeter-ზე.