ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მოკლულია ,,ჰამასის" ორი ლიდერი

ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის მთავარი ფიგურების ლიკვიდაცია შეძლეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელუბული იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან ხაოგი, ასევე მისი მოადგილე ვაილ ისსაა.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ისრაელის მიერ ღაზის განხოციელებულ იერიშს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელზე მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო იერიშს კი, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მედიის ინფორმაციითვე, ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა, მას შემდეგ, რაც მოძრაობა „ჰამასმა“ თელავ ივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა.

Reuters-ის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ღაზაში ცხრასართულიანი შენობა დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში ჰამასის დაზვერვის ცენტრი იყო განთავსებული. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ორი ლიდერის ლიკვიდაცია შეძლეს.

შეგახსენებთ, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.