ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელზე თავდასხმები “ჰამასსა” და “ისლამურ ჯიჰადს ” ძვირი დაუჯდებათ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, რადიკალურ დაჯგუფებებს ,,ჰამასსა" და,,ისლამურ ჯიჰადს" ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო იერიშები ,,ძვირად დაუჯდებათ".

როგორც პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, ებრაელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში ასობით სამიზნეზე მიიტანეს საპასუხო იერიში და ანკლავში რეიდებს განაგრძობენ.

,,დაღუპულთა სისხლი ამ ტერორისტული დაჯგუფებების ხელმძღვანელთა ხელებზეა. ჩვენ მათ მწარედ ვაზღვევინებთ" - აღნიშნა მან.

პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელისუფლების მიერ დაწესებული ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით დაიცვან.