დავით ზალკალიანი: საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ისრალეში განვითარებულ მოვლენებზე Twitter გვერდზე წერს.

„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.