ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისრაელში დე-ესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, პრიორიტეტი უნდა იყოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის თავიდან აცილება.
„ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრეზიდენტს. ძალიან სამწუხაროა ბოლოდროინდელი ძალადობის ზრდა და ობიექტების სამიზნედ ქცევა. პრიორიტეტი უნდა იყოს დე-ესკალაცია და ორივე მხრიდან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის თავიდან აცილება“, - წერს შარლ მიშელი.
ცნობისათვის, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.