ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის რეგიონის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობა.

,,ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრა და მეგობრულ ატმოსფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგის განხილვა.

საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას, საკვანძო ადგილი უჭირავს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.

ჩვენი ხალხები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები.

საქართველოს სომხური სათვისტომო, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ხიდია, რომელიც აკავშირებს ორ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების ფართო დინამიური დღის წესრიგი. დღეს ბატონ ღარიბაშვილთან გვქონდა შესაძლებლობა გაგვეგრძელებინა განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი.

ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და სხვა მნიშნელოვან საკითხებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ურთიერთობებში მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კავშირებზე.

ჩვენ მიერ განსაკუთრებულად ხაზი გაესვა რეგიონული სატრანსპორტო, საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტურად და სატრანსპორტო პოტენციალის მეტად გამოყენების მნიშვნელობას.

ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ჩვენს ქვეყნებში ეპიდმდგომარეობის შესახებ , შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებს.

ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებით გამოვთქვი ღრმა რწმენა, რომ კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით და მათ მიერ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე.

მე ასევე გამოვთქვი რწმენა, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურება და ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებულ და კონსტრუქციულ პოზიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.