გაერთიანებული სამეფო მოწყვლადი ქვეყნების კიბერ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 22 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს გამართულ CYBERUK კონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრმა დომინიკ რააბმა ისაუბრა. გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მტრული სახელმწიფოების მიმართ მედეგობის გაძლიერების კუთხით. ჩვენი მიზანი კვლავ რჩება თავისუფალი, ღია, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერ სივრცის შექმნა“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.